გულისწყვეტით აღვნიშნავ, რომ პროექტებით სწავლების ტრენინგი დღეს დასრულდა. საინტერესო და ნაყოფიერმა სწავლებამ, მუშაობის პროცესმა ნამდვილად შედეგზე გამიყვანა, რისთვისაც მადლობას ვუხდი შრომისმოყვარე და გულისხმიერ ტრენერს, ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს!
Saturday, May 2, 2015
ვიმსჯელეთ როგორ შეუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირება და წახალისებას. მათი ცოდნი გამოვლენის ეფექტურ მეთოდებს . მომეწონა ფასილიტაციის შესახებ და ვფიქრობ ეფექტურად გამოვიყენებ . მართლაც ნიმუშები დაეხმარება მოსწავლეებს მასალის უკეთ წარმოჩენაში.
Sunday, April 26, 2015
პროექტის კეთებისას მეტად საპასუხისმგებლო და რთული საკითხია შეფასებების ინსტრუმენტების არჩევა. ვნახეთ მრავალი ფორმა . ვიმუშავეღ თვითშეფასების რუბრიკაზე, ჩეკლისტებზე, მოსწავლის ნიმუშების რუბრიკაზე, რაც საკმაოდ რთულიც მომეჩვენა და დასაფიქრებელი. ნაყოფიერად ვიმუშავეთ.
Sunday, April 19, 2015
დღე-5
ურთიერთ ტანამშრომლობა,
კავშირები.
უკუკავშირი. უკუკავშირის სიმულაცია.
გამარჯვებული ჯგუფების გამოვლინება,
საავტორო უფლებების დაცვა.
Saturday, April 18, 2015
მრავალფეროვანია შეფასების ფორმები და ინსტრუმენტები. განვიხილეთ შეფასების მეთოდები, სტრატეგიები. ინსტრუმენტები. საინტერესო და სახალისოც კი იყო პროცესი. შეფასებას სასწავლო პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს. შევიმუშავეთ შფასების დროში გაწერილი გეგმაც. თემის აქტუალურობის გამო ყველა აქტიურად ვიყავით ჩართული. გავიგე ბევრი ახალი ინსტრუმენტი რომელიც შეფასების პროცესს გამიადვილებს და დამეხმარება პროექტის უკეთ წარმართვაში. შეფასების ინსტრუმენტების მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს მოსწავლის განვითარების პროგრესს.
პროექტს დადებით მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესში. ის ხელს უწყობს მეტაკოგნეციას. ავირჩიე პროექტის თემა, განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მიზნები, 21 საუკუნის რა უნარები განუვითარდებათ ამ პროექტით, რომელ სტანდარტებზე გავალ, სათითაოდ განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. მიხარია რომ ვხვდები თანდათან პროექტის წარმართვის უკეთეს წესებს და გასაგები ხდება მისი განხორციელება რაც მთავარია რა მხარე წარმოვაჩინო რომ ხელი შეეწყოს მოსწავლეების აზროვნების განვითარებას.